სალამი ნიკა. კარგია რომ დაინტერესდი ამ მენეჯერით.
ჩემი გამოცდილებიდან რაც შემიძლია ვთქვა არის რომ ფინანსურად ყველაზე მომგებიანი ცენტრების ვარჯიშია (ფარქვეშა სკილები: ფარქვეშ შეტევა, ფარქვეშ დაცვა და მოხსნა + ბლოკი).
პოზიციას რაც შეეხება ეგრე ცალსახად ალბათ ვერავინ იტყვის რომელი პოზიციაა ყველაზე გადამწყვეტი. ზოგი იტყვის ცენტრს, ზოგი მსროლელს, ზოგი მსუბუქს, გააჩნია რომელ ტაქტიკას შეარჩევ შეტევისას. ფარქვეშ თუ ითამაშე, ცენტრი და ძალისმიერი ფორვარდი არის მთავარი, თუ გაქცევა-ტყორცნა (პერიმეტრულ შეტევას) - მსროლელი და გამთამაშებელი.
საწტის ეტაპზე ჯობს რომ ტრანსფერი არ გააკეთო სანამ ვარჯიშების სპეციფიკას არ გაეცნობი. საწყის ეტაპზე არაა აუცილებელი მაღალი დონის (5-7) მწვრთნელი აიყვანო, თავიდან 4 დონეც საკმარისია.
თავიდან არსებული მოთამაშეების ვარჯიშზე გააკეთე აქცენტი, ასეთი შენს გუნდში თედო კარაპეტიანი და გიორგი ადუაშვილი არიან. ახალგაზრდები და მეტნაკლებად კარგი პოტენციალით. ორივესთვის ფარქვეშა უნარების განვითარება იქნება ალბათ სასურველი, მაგალითად ფარქვეშ შეტევა. საწყის ეტაპზე 3 ან 4 დონის მწვრთნელი აიყვანე და ეს ორი მოთამაშე ავარჯიშე.
ხო და ეს საიტიც დაათვალიერე, მე ამითი დავიწყე )))
(http://www.bbeaterge.wordpress.com)წარმატებები!! და კითხვების დასმა არ მოგერიდოს, მაქსიმალურად ვეცდებით მე და სხვა მენეჯერებიც რომ ამომწურავი თუ არა მიახლოებული პასუხები მაინც გაგცეთ )))