გამარჯობათ
საქართველოს ეროვნული ნაკრებები არც-ისე კარგ მდგომარეობაშია. არ მოდის ახალი კალათბურთელების თაობა, რადგანაც დრაფტზე აყვანილი ქართველ კალათბურთელები როგორც წესი არ ვარჯიშობენ ისე, როგორც საჭიროა.
ამიტომ შეიქმნა მენეჯერების ჯგუფი, რომლებიც იყიდიან პერსპექტიულ ქართველ კალათბურთელებს და მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ სპეციალური პროგრამით ინდივიდუალურად ავარჯიშებენ. ამ ჯგუფში შედიან ქართული ბაზერბითერის ნამდვილი პატრიოტები smile.gif ისინი გუნდის ინტერესებზე წინ ნაკრების ინტერესებს აყენებენ. დრაფტის დასრულებისთანავე ისინი იყიდიან ჩვენს მიერ მითითებულ კალათბურთელებს, აიყვანენ მინიმუმ 6 დონის მწვრთნელს და ავარჯიშებენ იმას, რასაც ეტყვის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. ასეთ გუნდებში (ანუ აკადემიებში) ნავარჯიშები ხალხით ახალგაზრდულ ნაკრებს უკვე 3 სეზონში შეეძლება რეალური წარმატების მიღწევა.
თუ სურვილი გაქვთ შეურთდეთ ამ ჯგუფს და გადააქციოთ თქვენი გუნდი აკადემიად, მომწერეთ.
ამას გარდა არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც ყველა ქართველმა უნდა შევასრულოთ: დრაფტზე ამოსული ყველა კალათბურთელი, რომელსაც სანაკრებო პერსპექტივა ექნება, უნდა მოხვდნენ აკადემიაში და ივარჯიშონ სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ ეცადეთ დრაფტიდან ამოყვანისას პირველ რიგში ყურადღება მიაქციოთ პოტენციალს, შემდეგ მიმდინარე დონეს და ბოლოს ასაკს. თუ დრაფტზე ამოგივათ ვინმე სანაკრებო პოტენციალის მოთამაშე, დაგიკავშირდებით და გპირდებით, რომ გაგაყიდინებთ რომელიმე აკადემიაზე საბაზრო ფასზე უფრო ძვირად.
ნაკრების სკაუტთა ჯგუფი