სალამი მეგობრებო. იმედია წარმატებული დრაფტი გქონდათ ბევრს

მე სამწუხაროდ არ გამიმართლა.
ამ თემის მიზანი არის რომ დრაფტზე ამოყვანილმა მოთამაშეებმა მაქსიმალურად მიიღონ ვარჯიში და არ დავკარგოთ არცერთი იმედისმომცემი ქართველი. ვინც არ ან ვერ აპირებთ კარგი მოთამაშეების ვარჯიშს აუცილებლად დაპოსტეთ აქ და იქნებ გამოჩდნენ მენეჯერები ვინც მოახვედრებს ნაკრებში.
გაყიდვის შემთხვევაში ჩემი თხოვნა იქნება
1. ეცადეთ ქართველის ხელში მოახვედროთ, ისეთი მენეჯერის ვინც აუცილებლად ავარჯიშებს
2. ტრანსფერებზე ნუ დაადებთ ძალიან გაბერილ ფასებს, შეიძლება ვიღაც უცხოელმა უაზროდ იყიდოს და მერე დაიკიდოს.
3. მაქსიმალურად ეცადეთ გაგვაცნოთ თქვენი ახალწვეულები და ვარჯიშის გეგმები, იქნებ სხვა მენეჯრებმა გაგიწიონ დახმარება.
წარმატებები ყველას, იმედია ერთად მივხედავთ ჩვენს ახალგაზრდულს პირველ რიგში და შემდეგ ეროვნულს...