ერთი ის შემიძლია ვთქვა რომ რეიტინგებით და არც ხელფასით იმის ცენტრი შენსას არ ჩამოუვარდებოდა + მაგას შენი ცენტრის სხვა დროს ნაჩვენები მაღალი რეიტინგები ნაკლები დროის გამოა მასეთი..შეიძლება 42 წუთისთვის 15 რეიტინგიც არ იყოს შესაბამისი, თუმცა თუ მეტოქის კარგ დაცვას გავითვალისწინებთ არც ისეთი გასაკვირი არაა ალბათ..მასე იმის ძალისმიერი შენსას თითქმის ორჯერ მეტი ხელფასით სჯობს, თუმცა მაგ შეხვედრაში პირიქით, შენმა ძალისმიერმა დაჩაგრა მეტოქე, რაც ასევე გასაკვირია..მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუ ცენტრის პოზიციაზე მეტს ელოდი, იდეაში ძალისმიერმა როგორც მინიმუმ სრულად აანაზღაურა ის სხვაობა მემგონი..ჩემი აზრით ბევრ კომპონენტში წააგე ბრძოლა და გასაკვირი არ იყო ეგ მარცხი..საკმაოდ კარგი დაცვები ქონდა მეტოქეს რაც შენს %-ზეც აისახა, ფარზე ძალიან დაგჩაგრა - 20-ით მეტი ბურთი მოხსნა, უკეთესი გათამაშება +8 პასებში და მაგ ყველაფერს დამატებული 16 გაფუჭებული საჯარიმო, რაც კიდევ უფრო დიდს გახდიდა სხვაობას..მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეგ ისეთი თამაში არაა რომ გული გაიტეხო კაცმა, პირიქით, ჯერ კიდევ რეგულარულია და პლეიოფებამდე დიდი დროა შეცდომების გამოსასწორებლად (ნუ რესურსის ფარგლებში რა თქმა უნდა).
ისე მსგავსი განხილვები თუ გვექნება ხოლმე აქ უფრ საინტერესო იქნებოდა უმაღლესი