http://odp.alwaysdata.net/ODPConsult/web/NTSO/index
აქ შეგიძლია გაფილტრო ასაკის მიხედვით (მაქსიმუმ ასაკში ჩაუწერე 21 და მიეცი სერჩი). და უ21-მდე ვინც არიან ხელფასის მიხედვით ამოგიყრის ყველას. ახალგაზრდულში ენთუზიაზმი როდის რესეტდება არვიცი ზუსტად, მემგონი პირველი ოფიციალური მატჩის წინა შაბათს (ანუ წესით ამ შაბათს), ასე რომ შაბათამდე (იმედია არ ვცდები) შეგიძლია გაუშვა და აიყვანო მოთამაშეები და ნახო ვის რა სკილები აქვს, ვინ გამოგადგება და ვინ არა. შემდეგ უკვე, ტურნირის პროცესში (და ისედაც, ნებისმიერ დროს) მოთამაშის გაშვება დაგიგდებს გუნდის ენთუზიაზმს, რაც შედეგებზე აგესახება ეგრევე, ასე რომ გაითვალისწინე ეგ ამბავიც.
კიდევ არის პროგრამა coach parrot, ლინკი არ მაქვს სამწუხაროდ, თუმცა ფორუმებზე დასერჩე და მიაგნებ (ექსელის ფაილია). მანდ უკვე ნაკრების რეიტინგების სავარაუდო გაგებას შეძლება ამა თუ იმ ტაქტიკების მიხედვით. მოკლედ, რადგან ამხელა პასუხისმგებლობა აიღე, თავიდანვე ძალიან ბევრი საქმე გექნება გასაკეთებელი და თან ერთდროულად, რაც ძალიან ძნელია დამწყებისთვის, თუმცა იმედია გაართმევ თავს.