BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > საქართველოს თასის ფორუმი

საქართველოს თასის ფორუმი

Set priority
Show messages by
This Post:
00
294130.16 in reply to 294130.14
Date: 05/29/2018 02:31:09
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
ცოტასაც მივამატებ..ეს მატჩები, რაც აქ დავდე ესე უცბად, დასერჩვის გარეშე რაც მახსოვდა, თუმცა მეორე დივიზიონის პლეიოფებში ამაზე გაცილებით დიდი გამოცდილება მაქვს მართლა გადამწყვეტ მატჩებში უიღბლოდ წაგებების..5 თუ 6 სეზონი დამჭირდა ამოსასვლელად 2 ჯერ ძალიან მცირე დეტალების გაუთვალისწინებლობის გამო ჯერ კონფერენციის და მერე ლიგის ფინალებში წაგებების ამბავში..ასე რომ მხოლოდ შენ არ ხარ ვისაც ეგეთი შეგრძნება ეუფლება წაგებული თამაშების შემდეგ, რომ არ გაგიმართლა..იდეაში ჩემი პოსტი და პასუხიც შენს გამხნევებას და სავარაუდო "შეცდომებზე" მითითებას ეხებოდა, რომლის გამოც შეიძლება წაგეგო თამაში და თუ ცუდ ტონად მიიღე აღარ დავწერ არაფერს, არაა პრობლემა..გასაგები იყო შენი მდგომარეობა ეგერევე რომ დაატრანსფერე მთელი გუნდი და გამიტყდა რო თითქოს ერთი შეხედვით გულგატეხილობის ამბავში შლიდი ფაქტიურად სასტავს..(კირიკი ვს გუჩაშვილიც მოგვაკლდებოდა).
და ბოლოს, კირიკს რაც შეეხება, ეს ხომ რეალური კალათბურთი არ არის რომ ვიდავოთ კარი ჯობია თუ დურანტი..ძალიან (ნუ შედარებით) მარტივია 2 მოთამაშის შედარება და ერთადერთი სკილი, რაშიც კირიკი ჯობია გუჩაშვილს არის ნახტომში ტყორცნა, რომელიც კირიკს აქვს 20 და გუჩაშვილს 19..დანარჩენი ყველაფერში (საბოლოო ჯამში) უბრალოდ ახლოსაც ვერ მოდის შენი მოთამაშე და ის ფაქტი, რომ ლიგაში ყველაზე მეტ ქულას აგროვებს იმის "ბრალი" უფროა რომ მისთვის "ზედგამოჭრილიი" ტაქტიკით თამაშობს შენი გუნდი..ვგულისხმობ, რომ 13 თამაშიდან 8 ითამაშე პოზიციური შეტევით, 3 გაქცევა-ტყორცნით და თითო მოძრაობა/ფარქვეშ შეტევით..ჯამში 13დან 12 ტაქტიკა იდეალურად ერგებოდა მსროლელის პოზიციას, რომელზეც ნამდვილად მშვენივრად გამოიყურება შენი მოთამაშე..(მართალია 13ვე თამაშში არ უთამაშია კირიკს, თუმცა ჩემი დასმული აქცენტი მემგონი გასაგებია) რაც შეეხება ჩემს გუნდს, მატჩების უმეტესობაში ფარქვეშა ტაქტიკას ვიყენებ და შესაბამისად გუჩაშვილის სტატებიც შედარებით ნაკლებია..
- - - - -
მოკლედ მინდა წარმატებები გისურვო და ჩემი აზრით გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი ასპექტია და თუ უფრო მეტი მსჯელობა გვექნება ხოლმე აქ წაგებული და მოგებული თამაშების მიზეზებთან დაკავშირებით მით მეტი იქნება კონკურენცია და შესაბამისად მუღამიც მეტი ექნება თამაშს..ისე აქ წარმატების მისაღწევად როგორც მინიმუმ მცირეოდენი გამართლება ნამდვილად გჭირდება სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად..

Last edited by Nicolas at 05/29/2018 02:55:17

This Post:
00
294130.17 in reply to 294130.10
Date: 05/29/2018 09:56:22
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
ძაან ბევრი ჯარიმებია..იმედია ტრავმების გარეშე დასრულდება ყველაფერი..არადა ქართლი რომ გასულიყო გაცილებით საინტერესო იქნებოდა ორივე ნახევარფინალი..
- - - - -
იმედია შევამცირებ შენთან ურთიერთშეხვედრებში სხვაობას..7 მოგება მე მაქვს 11 შენ, თუმცა თასზე 0-2 ვაგებ (თუმცა ეგ ორივე წაგება ძალიან ადრე იყო, ფეხს რომ ვიკიდებდი მაშინ) და უნდა გავტეხოთო ნავსი ბიჭები ამბობდნენ თამაშის წინ:)
- - - - - - -
ნახევარი გუნდი ფაქტიურად გავარდა ტაიმი არც მორჩენილა..ოდიშვილიც და სნოპჩინსკიც ორივე 5-5 ფოლით არიან რა უბედურებაა, არადა ორივე 9 ფორმაში და ორივე საკაიფო დამცველები..29 ჯარიმა ესროლე ტაიმში, სასტაული პირდაპირ რა..ვინმე ბანძი დამცველები რომ მყავდნენ კიდე ჰო მაგრამ, თან ესეთ ცხოველ ფორმებში ორივე..წტფ..
ტაიმის შემდეგ 64-61 წინ ვარ, მაგრამ ძაან დიდ შარში..ორივე მძიმე 5-5 ფოლით, ეგეთი არ მინახავს არაფერი..შენსკენ მხოლოდ მურადას აქვს 4 ფოლი, დანარჩენები წყნარად არიან..თუ ორივე გამივარდა ძაან გაჭირდება დაცვაში..გუჩაშვილი ჩაუქობს:) იმედია ეგრე გააგრძელებს..
- - - - -
მესამე პერიოდის პირველივე წამებზე მე-6 მიიღო ოდიშვილმა და გავარდა..ალექსიძე-გუჩაშვილმა უნდა ივაჟკაცონ შეტევაში, ბოლინგმა კიდე დაცვაში..მაგარი დაგნარია აწეული..დაცვა იმენა არ არსებობს, გაცეცხლებული შეტევა მიდის..
- - - - - -
ძაან მაგარ თამაშს მაზავ, სად ხარ?:) იმენა შეტევის ფესტივალია..ამხელა დონეზე ეგეთი სასტავებით, ლამის ოლსტარი მიდის..საყურებლადაც მაგრად ასწორებს..
- - - - -
სნოპჩინსკიც გავარდა..საღოლ..ძაან შარში ვარ იმენა..მემგონი 5 კაციტაც ვერ დავასრულებ თამაშს..
- - - - -
ვითომ "გავიღადავე" და მართლა მასე მოხდა..რას წარმოვიდგენდი რომ 5 კაცითაც ვერ დავასრულებდი თამაშს..საღოლ..ფარზე მომხსნელი აღარავინ დამიტოვა მსაჯმა, 5-იც ბევრი ხართ და 4იც საკმარისია თქვენთვისო..მოკლედ რა..ქართლს მინდა ვუთხრა, არამგონია ამაზე მეტად დაეცინა ძრავს შენთვის..
ყველაზე ღადაობა ამ თამაშის მოგება იქნება..
- - - - -
და ეს მეორე ღადაობაც ახდა..შეტევაში დაგლიჯეს ბიჭებმა - გუჩა/ალექსიძე/ზოიძე იმენა ცხოველები იყვნენ, განსაკუთრებით პირველი ორი..ეგეთი სიამოვნება კაი ხანი არ მიმიღია თამაშის ყურებით, თან თასზე მითუმეტეს..ტრადიციულად მორიგი მაგარი დაგნარი შედგა ჩვენს შორის..ვნახოთ, იმედია ლიგის ფინალებშიც შევხვდებით..

Last edited by Nicolas at 05/29/2018 11:16:43

This Post:
00
294130.18 in reply to 294130.15
Date: 05/29/2018 12:59:12
Qartli Hawks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
00
რეალური პერსონა მაინც იყოს, რა ალერგია უნდა მქონდეს:) იძახი კალათბურთელზე რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა ლიგაში. ეს ერთი, მეორე ის რომ ალბათ ვერ გაანალიზე რატო დავწერე პირველ წუთზე ზახილის ნიშანი. ზამენის კაცი სასტარტოში არ უნდა იწყებდეს. პროგრამაა იდიოტური და სხვა არაფერი. და მესამე: შენთან კამათს აზრი არ აქვს :))

This Post:
00
294130.19 in reply to 294130.18
Date: 05/30/2018 02:19:54
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
ოკ, მე ვერ გავაანალიზე:)
ზამენაზე რომ გყავდა კირიკი მაგას ვამბობ ზუსტად რომ სულ რომ არც გატრავმულიყო სკამიდან ნათამაშები 15-18 წუთი არ ეყოფოდათქო ჩემი აზრით ნაგომარის მოგებას, რა მნიშვნელობა აქვს შემოსვლიდან რომელ წუთზე გაიტრავმა? სხვაობა ნაკლები იქნებოდა, მაგრამ შედეგი დიდი ალბათობით იგივე..რეიტინგებში ძალიან მცირედით გაჯობა მეტოქემ და მაგას დამატებული ძალისხმევის დიდი სხვაობა უკვე საკმაო უპირატესობა იყო..
აგერ ჩემი ბოლო მატჩი თუნდაც..იდეაში ლიგაში საუკეთესო გუნდი მყავს და ძალიან მაგარ ფორმებშიც მყავდა სასტავი, მეტოქეზე უკეთეს ფორმებშიც კი და მაინც ძლივს მოვიგე თანაბარი ძალისხმევის ფონზე და თან ნეიტრალურზე..გასვლაზე რომ მქონოდა ეს მატჩი დიდი ალბათობით მეც წავაგებდი..მეტ ძალისხმევას დამატებული გასვლითი მატჩი და + მაგას კიდევ გადახალისებული როსტერი ძალიან დიდი რისკია იმჰო..თუ ამაში არ მეთანხმები შეგიძლია გატესტო კიდევ მომავალში:)
კირიკზე კიდე საერთოდ არ მაქვსთქო ალერგია და რანაირად ვთქვა მეტი..
თუ შენი პოზიცია ისაა რომ კირიკი მეტ ქულებს აგროვებს ვიდრე გუჩაშვილი და 1-1 საუკეთესო სგ-ა ლიგაში ამაში გეთანხმები..თუ ამბობ რომ ამიტომ კირიკი ჯობს გუჩაშვილს ამაში არა.
- - -
რადგან მეც ვფიქრობ რომ არც შენთან კამათს არ აქვს აზრი ამიტომ აღარ ვიკამათოთ:)
დაე ჩვენმა შედეგებმა აჩვენეოს ვის უკეთ ესმის თამაში და ვინ ვის ჯობს:)
- - -
წარმატებები და იმედია კონფერენციის ფინალებში შევხვდებით

This Post:
00
294130.20 in reply to 294130.19
Date: 05/30/2018 12:53:04
Overall Posts Rated:
00
me ra perspeqtiva maqvs :))

Last edited by NBAexpert at 05/30/2018 13:42:17

This Post:
00
294130.21 in reply to 294130.19
Date: 05/30/2018 14:33:26
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
თამაშს ვერ ვუყურე გასული ვიყავი. კომენტარებით მივხვდი რომ გულდასაწყვეტი თამაში წამიგია
გუჩაშვილს გადავსვამ ზამენაზე ჩემთან გაუგიჟებია თავი

This Post:
00
294130.22 in reply to 294130.19
Date: 05/30/2018 15:10:36
Qartli Hawks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
00
შენ რომ შეგედარო იქამდე ძალიან დიდი დრო და ამასთან ერთად სისტემატიური ყურადღებაა საჭირო, და თანაც თითქმის უტოპიაა ამ პროგრამის შემხედვარე, ადრე ტრანსფერებით ვახერხებდი ცოტა თანხის მოგროვებას და ეგეც მოსპეს. სად შენი და რამოდენიმე მონსტრის შემოსავლები და სად ჩემი, დაწესვის პერსპექტივაც არაა უახლოეს მომავალში. ისევე როგორც ფეხბურთში ბარსას და რეალს ვერ დაეწევა უახლოეს მომავალში ესპანიოლი ან მალაგა. ასე თუ ისე ნორმალური გუნდია , მაგრამ ტურნირების მოგება შეუძლებელია, ერთი ტამაში შეიძლება ყველას მოვუგო, ეს არის და ეს. თან 2 ლიდერი ბერდება და შეცვლა ვერ განიხილება. კირიკმა ალლ სტარზე დაამტკიცა კლასი, სამიანებს კი მაინც "ბანძები" იგებენ, არადა 52% აქვს

This Post:
00
294130.23 in reply to 294130.20
Date: 05/31/2018 01:45:52
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
ეგ შენზე კარგად არავინ იცის:) გააჩნია რა ფინანსები და მიზნები გაქვს, იქიდან გამომდინარე უნდა დაგეგმო ყველაფერი..წარმატებებს გისურვებ

This Post:
00
294130.24 in reply to 294130.21
Date: 05/31/2018 01:51:56
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
თამაში მართლაც მაგარი იყო..მაგრამ ამდენი ჯარიმა ძაან უცნაური, თან ტოპ დამცველების მიერ და 1 კიარა, სამი კაცი გამივარდა, აქედან ორი ფაქტიურად ტაიმში და მესამეც თამაშის დასრულებამდე 3-4 წუთით ადრე..
- - - -
დაბლების განავარდება 2-3 ზონის ამბავი მგონია..გასაგებია გარისკე აქცენტირებული დაცვა და ალბათ სწორედაც, რადგან გამოიცანი (რა დიდი გამოცნობა მაგას უნდოდა) ჩემი შეტევა, მაგრამ თავისი საფასურის გადახდაც მოგიწია ასე ვთქვათ, რადგან გაეხსნათ სივრცე სამწამიანის გარეთ გუჩაშვილი/ზოიძის დუეტს და გაინავარდეს..+მაგას 61%-ზე მეტი სიზუსტით ესროდნენ ჩემები თამაშიდან, რაც ამ დონეზე და ესეთი მეტოქსი წინააღმდეგ ძალიან მაღალი მაჩვენებელია..ეს ის შემთხვევა იყო, როცა შეტევამ მოიგო თამაში და არა დაცვამ..ფინალს რომ დაამშვენებდა ისეთი თამაში იყო..

Last edited by Nicolas at 05/31/2018 02:13:57

This Post:
00
294130.25 in reply to 294130.22
Date: 05/31/2018 02:05:09
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
ამ პროგრამის შემხედვარეო რომ ამბობ, სხვისთვისაც ხომ იგივეა ეს პროგრამა? თავიდან მეც ძალიან "ვერჩოდი" ამ პროგრამას, თან მე-2 დივიზიონში ყოფნისას, დაჟე იქ ვაგებდი ისეთ თამაშებს რომ ლოგიკის პოვნა ძნელი იყო, თუმცა შემდეგ ფორუმის ხშირი მკითხველი გავხდი და საკმაოდ ბევრი და საინტერესო დეტალი გავიგე, რაც სახელმძღვანელოში არ წერია..შესაბამისად, ფეხი ავუბი თამაშის "ტრენდებს" და შედეგიც ნელ-ნელა მოვიდა..
- - - - -
ჩემს შემოსავლებს რაც შეეხება, არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია მაქვს, რადგან მილიონიანი გუნდი მყავს და მართლა მე ხომ არ ვწერ ამ პროგრამას რომ ფინანსებში 0-ები მივიწერო და არ შემეტყოს ამდენი ხარჯები?:) როსტერი მეც მომიბერდა, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ბიჭები კარიერის ბოლოს ტიტულების მოგებას..გუჩაშვილი/ოდიშვილი 33 წლისები არიან, აექსიძემ და ზოიძემაც გადააბიჯეს 30-ს, ასე რომ მაგ მხრივ მეც მაქვს მისახედი სიტუაციისათვის..
- - - - -
სამიანებს კირიკიც იგებდა, თან მიყოლებით რამოდენიმეჯერ და მაშინ ეგეც "ბანძი" იყო?:) ეხლა იტყვი ალერგია გაქვსო მაგრამ ეს ისე, just kidding:)
კირიკს მაგარი თამაში მიუცია, არანორმალური %-ით, მარა იქიდან ბახოუნსაც მაგრად გაუგიჟებია თავი..59 ქულა თუ სწორად მახსოვს მემგონი ოლსტარების რეკორდის გამეორებაა, რომელიც გუჩაშვილმა დადო სამი სეზონის წინ..20-დან 15 სამიანი ჩააგდო მაშინ..
http://digitalfieldtheory.com/match/1037002199/boxscore.aspx
- - - - -
დაბოლოს, დღეს თასის ფინალია..წინა სეზონის თასის ფინალის რემატჩია და დრაგონზი კბილებს ილესავს რევანშისთვის დარწმუნებული ვარ..წესით ძალიან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს, შეგიძლიათ ჩაუჯდეთ 17:30-დან..

Last edited by Nicolas at 05/31/2018 02:10:34

From: Nicolas
This Post:
00
294130.26 in reply to 294130.25
Date: 05/31/2018 09:53:12
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
დასრულდა თასის ფინალის პირველი პერიოდი..ჯერჯერობით თბილისურ დერბიში წინ მავერიქსია ანგარიშით 34:31..
ტაქტიკა განსხვავებული გვაქვს ოივეს..ჩემი გუნდი პერიმეტრიდან უტევს, მეტოქე ფარქვეშ..ამავდრულად დრაგონზი 2-3 ზონით იცავს თავს, რამაც შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას..+ მაგას მისი სასტარტო ცენტრი, ჰოუპი უკვე 4 ფოლითაა პირველი პერიოდის შემდეგ..თუმცა ვნახოთ რა და როგორ იქნება..

Advertisement