ამ პროგრამის შემხედვარეო რომ ამბობ, სხვისთვისაც ხომ იგივეა ეს პროგრამა? თავიდან მეც ძალიან "ვერჩოდი" ამ პროგრამას, თან მე-2 დივიზიონში ყოფნისას, დაჟე იქ ვაგებდი ისეთ თამაშებს რომ ლოგიკის პოვნა ძნელი იყო, თუმცა შემდეგ ფორუმის ხშირი მკითხველი გავხდი და საკმაოდ ბევრი და საინტერესო დეტალი გავიგე, რაც სახელმძღვანელოში არ წერია..შესაბამისად, ფეხი ავუბი თამაშის "ტრენდებს" და შედეგიც ნელ-ნელა მოვიდა..
- - - - -
ჩემს შემოსავლებს რაც შეეხება, არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია მაქვს, რადგან მილიონიანი გუნდი მყავს და მართლა მე ხომ არ ვწერ ამ პროგრამას რომ ფინანსებში 0-ები მივიწერო და არ შემეტყოს ამდენი ხარჯები?:) როსტერი მეც მომიბერდა, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ბიჭები კარიერის ბოლოს ტიტულების მოგებას..გუჩაშვილი/ოდიშვილი 33 წლისები არიან, აექსიძემ და ზოიძემაც გადააბიჯეს 30-ს, ასე რომ მაგ მხრივ მეც მაქვს მისახედი სიტუაციისათვის..
- - - - -
სამიანებს კირიკიც იგებდა, თან მიყოლებით რამოდენიმეჯერ და მაშინ ეგეც "ბანძი" იყო?:) ეხლა იტყვი ალერგია გაქვსო მაგრამ ეს ისე, just kidding:)
კირიკს მაგარი თამაში მიუცია, არანორმალური %-ით, მარა იქიდან ბახოუნსაც მაგრად გაუგიჟებია თავი..59 ქულა თუ სწორად მახსოვს მემგონი ოლსტარების რეკორდის გამეორებაა, რომელიც გუჩაშვილმა დადო სამი სეზონის წინ..20-დან 15 სამიანი ჩააგდო მაშინ..
http://digitalfieldtheory.com/match/1037002199/boxscore.aspx
- - - - -
დაბოლოს, დღეს თასის ფინალია..წინა სეზონის თასის ფინალის რემატჩია და დრაგონზი კბილებს ილესავს რევანშისთვის დარწმუნებული ვარ..წესით ძალიან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს, შეგიძლიათ ჩაუჯდეთ 17:30-დან..
Last edited by Nicolas at 05/31/2018 02:10:34