BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > National Team Speeches

National Team Speeches (thread closed)

Set priority
Show messages by
This Post:
00
256555.2 in reply to 256555.1
Date: 4/3/2014 12:31:22 PM
მოგესალმებით ბაზერის ქართულ კომუნას! არ დავიწყებ იმის მტკიცებას რომ საქართველოს საუკეთესო ნაკრები ჰყავს და მალე პირველ კალათაში მოვხვდებით და მსოფლიოს მოვიგებთ და ა.შ.

არა, არ გვყავს ბაზერში საუკეთესო ნაკრები და არც გვეყოლება ჩვენ თვითონ თუ არ მოვინდომეთ! უცხოელი არ გაგვიზრდის ქართველ მსოფლიო დონის მოთამაშეს, ეს ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ! ამაზე სხვა დროს...

ახლა რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას... გადავწყვიტე კენჭი ვიყარო იმიტომ რომ 1) მგონია რომ არსებულ რესურს 100%-ით გამოვიყენებ 2) იმედი მაქვს რომ ნაკრები წინ წავა (წინ, და არა პირველ ადგილზე გადავა) 3) მსურს ჩემი მცირეოდენი გამოცდილება გამოვიყენო და საკუთარი თავი გამოვიწვიო. ნაკრების მწვრთნელობა კი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა (ჩემი აზრით) ამ თამაშში და მაქსიმალურად ვეცდები შეცდომა არ დავუშვა და მაქსიმუმი გავიღო.

პ.ს. ხანდახან ხდება ხოლმე რომ ქვეყანაში არიან ძლიერი (გამოცდილი, ჭკვიანი) მენეჯერები, თუმცა ნაკრების მწვრთნელობა არ სურთ, ან დრო არ აქვთ და კომუნას ნორმალურსა და ნორმალურზე სუსტს შორის უწევს გადაწყვეტილები მიღება. თქვენი საქმისა თქვენი იცით.

ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩემი თხოვნა იქნება ბაზერის ქართული საზოგადოების მიმართ, რომ მხოლოდ არჩევნებში ხმის დაფიქსირებით ნუ შემოიფარგლებით, და ეცადეთ რომ მისი ნაწილი გახდეთ!!!

From: Nicolas
This Post:
00
256555.4 in reply to 256555.3
Date: 4/4/2014 2:58:45 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
კარგი იქნება თუ პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი გვეცოდინება..გასაგებია რომ პირველ ადგილზე და ჩემპიონობაზე არ გვაქვს პრეტენზია, თუმცა იმ რესურსით რაც არის ნაკრებში საინტერესო იქნებოდა პოტენციური მწვრთნელების პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი, რას უნდა ველოდოთ ნაკრებისგან..

This Post:
00
256555.5 in reply to 256555.4
Date: 4/4/2014 4:49:47 PM
თემის გაოფება გამოდის მგონი. ეს თემა მხოლოდ ე.წ. სპიჩებისთვისაა. ეროვნული ნაკრების თემაში დავწერე. ჩემი გადმოსახედიდან ამ ეტაპზე მინიმუმი ორი თამაშის მოგებაა და მაქსიმუმი ოთხის...

This Post:
00
256555.6 in reply to 256555.5
Date: 4/5/2014 4:00:59 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
tu marto spichebisvisaa mashin cota uazro da ertperovani gamodis, tumca ok, agharc me gavaofeb mashin:) vnaxe is postic..gasagebia..memgoni marto shen xar jer kandidati