გადავხედე ცხრილს და ორი მოგებითაც კი ძნელად სავარაუდო იქნება მეექვსეზე გასვლა. თუ მაინც მეშვიდეზე დავრჩებით მაშინ შეიძლება ჯობდეს ეხლა დაზოგო ენთუზიაზმი და ნაღდად მოსაგები ბოლო თამაში მოვიგოთ. თუ იმ ბოლო თამაშს ისედაც მოვიგებთ მაშინ ღირს გარისკვა. მოკლედ შენი გადასაწყვეტია. თუ ის ბოლო გუნდი მარტო ჩვენთან სათამაშოდ ემზადება და შეიძლება საერთოდ ნოლზე დავრჩეთ მაშინ არ ღირს.
თუ ფიქრობ რომ მეექვსე ადგილის შანსი გვაქ მაშინ უნდა გავაკეთოთ. თუ ამის გამო შეიძლება საერთოდ ნოლზე დავრჩეთ მაშინ მზად უნდა იყო რომ ყველა გაგაკრიტიკებს. ძნელია ნაკრების მენეჯერობა.
მე მაგალითად ეხლა დავზოგავდი ენთუზიაზმს, ჩვენ ძლიერ მხარეებსაც დავმალავდი და ისე ვითამაშებდი. თუმცა მე ნაკრების მენეჯერი არა ვარ და არც არაფერი იქნება რამე რომ შემეშალოს
ადამიანური ამბავია თუ კარგს გააკეთებ ერთხელ ვიტყვით რომ კარგიაო თუ შეგეშალა მთელი სეზონი ვილაპარაკებთ რომ შეგეშალა.
მე წარმატებებს გისურვებ. იმედია ამ სიტუაციიდან საუკეთესო შედეგს დავდებთ.