დასრულდა ტიმი და 57:43 ლიდერობს მავერიქსი..
- - - - -
ჰოუპმა 1 ფოლი მიამატა მეორე პერიოდში და უკვე 5 ჯარიმითაა..არადა ორმაგი დუბლი აქვს უკვე 10 ქულით და 12 მოხსნით..ორმაგთან ახლოსაა ნაკრების წევრი ფრუიძეც, რომელსაც 16 ქულა და 8 მოხსნა აქვს..
მავერიქსიდან ალექსიძე (ტრადიციულად ფაქტიურად ყველა გადამწყვეტ მატჩში, იქნება ეს თასი თუ ლიგის პლეიოფები) შეუჩერებელია, 17 ქულა 9 მოხსნა 3 პასი (3-6 სამიანები)..მას მხარი აუბა ზოიძემაც 16 ქულით..
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას..ჩემებს შეტევაში მოხსნა არ აქვთ საერთოდ, მეტოქეს კი 7 ასეთი მოხსნა აქვს, თუმცა ჯამში მოხსნილ ბურთებში დიდი სხვაობა არ არის - 27:25 დრაგონზის სასარგებლოდ..პასებიც თითქმის თანაბარია - 12:10 აქ უკვე მავერიქსის მცირე უპირატესობით..
ფგ 19/52 - 36,5% დრაგონზს (ფარქვეშ შეტევის ფონზე ძალიან დაბალი მაჩვენებელია, საკმაოდ კარგ დაცვას ეთამაშებიან ჩემები)
23/45 - 51.1% მავერიქსს ..
საკმაოდ სოლიდური უპირატესობა აქვთ ჩემებს ტაიმის შემდეგ და წესით არ უნდა გაგვიჭირდეს მისი შენარჩუნება..იმედია წინა სეზონის თასის ფინალის გამეორება იგივე შედეგით დასრულდება..