ხო, ტრავმები ძალიან ცუდი რამეა. მითუმეტეს გადამწყვეტი თამაშების წინ, ან უშუალოდ თამაშებში. ლიგის ფინალებში მომსვლია მეც ანალოგიური. რეიტინგებს რაც შეეხება, ეგ არის გუნდის საშუალო რეიტინგი - ყველა თამაშში მოთამაშეთა რეიტინგები არის დაჯამებული და გაყოფილია მოთამაშეების რაოდენობაზე. მაგ. შენ ბოლო ლიგის თამაშში ამერთან შენი მოთამაშეების საშუალო რეიტინგი იყო 16,9. შესაბამისად, დაჯამებულია მსგავსი რეიტინგები 13 ტურის შემდეგ და ეგ მაჩვენებელი შენ გაქვს ყველაზე მაღალი. მაგის მიზეზი ალბათ ის არის, რომ სკამის მოთამაშეებს, რომლებიც დაბალ რეიტინგებს დებენ, ან არ იყენებ, ან მინიმალური დოზით, ამიტომაც მაღალ რეიტინგებს დებს შენი გუნდი. ბაზერ მენეჯერს რომ აქვს ეფექტურობის მაჩვენებლები დაახლოებით მასეთი რაღაც არის. მე მაგ. მე-7 ადგილს მიჩვენებს 146 რეიტინგით, მაგრამ ეგ იმის გამო, რომ ბევრ სკამის მოთამაშეს ვათამაშებ ხოლმე ხშირად. რეალურად, რომ დავეჭიდოთ ერთმანეთს ოპტიმალური შემადგენლობებით (მაგ. როგორც გუშინ თასზე), მაგხელა სხვაობა არ იქნება რეიტინგებში რა თქმა უნდა.