ჩაინიკური კითხვა კი არა ეგაა ამ თამაშის მუღამი ვაფშე, ტაქტიკა, სკილები და რეიტინგები ))) ძრავში ეგრე ჩახედული არც მე ვარ, რომ გიპასუხო მაგ კითხვაზე, რომ დავუშვათ ცენტრს მთავარი სკილებიდან 1-1 რომ ჩამოაკლო და პერიმეტრის სკილები მოუმატო რა შეიცვლება თამაშის მიმდინარეობისას, მაგრამ სავარაუდოდ იქონიებს თამაშის მიდინარეობაზე გავლენას, როცა ქულა-ქულაში მიდის მატჩი. რაც უფრო დაბალანსებულია გუნდი, ყველა მოთამაშე მით უკეთეს რეიტინგს დადებს, მაგრამ ცენტრს 1-1 ფარქვეშა სკილებით მეტი რომ ქონოდა, ეს ცენტრი უფრო კარგ რეიტინგს დადებდა... ცოტა გაუგებრად დავწერე მგონი
ანუ 15-15-15 როცა "მარტოა" გუნდში დადებს რეიტინგს დავუშვათ 15.5-ს. დაბალანსებულ გუნდში 16.5-ს. მაგრამ 16-16-15 დაბალანსებულ გუნდში დადებს რეიტინგს 17.0-ს... მაგალითად.
ან კიდევ, მაგალითად მოწინააღმდეგის ცენტრს 14-15 რომ ქონდეს შეტევა და დაცვა, ჩვენს ცენტრს 20-20 მაგრად დაჩაგრავს, ქულას არ ჩააგდებინებს )))) თვითონ ბევრს ჩაყრის და ა.შ. მაგრამ ჩვენს ცენტრს რომ ქონდეს 16-15 უკვე იცვლება აშკარად გარემოებები. ნაკლებს ჩაყრის და მოწინააღმდეგის ყველა შეტევასაც ვერ გააჩერებს... მოკლედ, მარტივი თემა არაა ეს )))
პერიმეტრული სკილების მომატებას რაც შეეხება, ცენტრი რომ მსროლელის პოზიციაზე აღმოჩნდეს (კევინ ლავი პონტში სამქულიანის სასროლად) ნაკლებ სავარაუდოა და ამავდროულად დამოკიდებულია ტაქტიკაზეც. მაგრამ ფაქტია რომ ხანდახან ცენტრებიც ისვრიან სამიანებს ამ თამაშშიც. პერიმეტრული სკილებიდან ცენტრისთვის ყველაზე სასარგებლო ბურთის ტარება და ტყორცნის დიაპაზონია. გარდებისთვის ფარქვეშა სკილებიდან - მოხსნა.
მოთამაშის რეიტინგი თანაგუნდელებზეცაა დამოკიდებული, რამდენ წუთს გაატარებს მოედანზე, რა ტაქტიკაა არჩეული და ბევრი ფაქტორია კიდევ. ქართველებიდან ეს ყველაფერი ყველაზე კარგად ალბათ გიორგიმ (IMERETI) იცის )))) ვიმედოვნებ, რომ გადამწყვეტ მომენტში ისიც ჩაერთვება და დაგვეხმარება და კარგ მითითებებს მოგვცემს და ძალიან მინდა რომ ამ მონსტრების თაობის დროს ეროვნულის მწვრთნელი ის იყოს. ან მჭედლოც შეიძლება რა თქმა უნდა.
მოკლედ ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, თან დაზუსტებით ეს შესაძლოა თამაშის შემქმნელებმაც არ იცოდნენ )))