BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > მონსტრების თაობა - მენეჯერები

მონსტრების თაობა - მენეჯერები

Set priority
Show messages by
From: Nicolas

This Post:
00
276466.51 in reply to 276466.50
Date: 2/18/2016 3:35:07 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
სისულელე ნამდვილად არაა და პირიქით..მე დღემდე ვისაც ვავარჯიშებ ყველა მეტნაკლებად დაბალანსებული მოთამაშე გავზარდე..ძალიან დიდი პლიუსი აქვს მაგას. პირველ რიგში ის რომ პოზიციებზე ლავირების საშუალება გაქვს..მეორე ის, რომ მეტოქეს უძნელდება გამოიცნოს რა ტაქტიკას ითამაშებ და ვის სად დააყენებ..მესამე ის, რომ თანხებს დაზოგავ (ეს ნაკრების შემთხვევაში არარელევანტურია, თუმცა მაინც)..და მეოთხე, თუ გუნდში მსგავსი ბევრი მოთამაშე გყავს ჩემი აზრით სწორედ ეგ ხდის გუნდს მონსტრს..სწორი შენიშვნა იყო მოსეშვილზე, 18*3 კარგია, თუმცა მეტი ფლობა/დრიბლინგი/პასი თუნდაც თითო დიდი სკილის ხარჯზე უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით..რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მეტოქესა და სიტუაციაზე და შეიძლება ზოგჯერ ზუსტად ის 20-20იანი ცენტრი გინდოდეს და არა დაბალანსებული..მოკლედ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა რომ ორივე ტიპის მოთამაშეები გვყავდეს და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ ხოლმე, თუმცა საწყის ეტაპზე მთავარია სწორი განვითარებით დავიწყოთ და უკვე მონსტრობას რომ მიუკაკუნებენ მოთამაშეები მერე გამოჩნდება უკეთ როგორი ტიპის მონსტრი შეიძლება დაგვჭირდეს/გამოგვადგეს

This Post:
00
276466.52 in reply to 276466.50
Date: 2/18/2016 4:28:10 PM
ჩაინიკური კითხვა კი არა ეგაა ამ თამაშის მუღამი ვაფშე, ტაქტიკა, სკილები და რეიტინგები ))) ძრავში ეგრე ჩახედული არც მე ვარ, რომ გიპასუხო მაგ კითხვაზე, რომ დავუშვათ ცენტრს მთავარი სკილებიდან 1-1 რომ ჩამოაკლო და პერიმეტრის სკილები მოუმატო რა შეიცვლება თამაშის მიმდინარეობისას, მაგრამ სავარაუდოდ იქონიებს თამაშის მიდინარეობაზე გავლენას, როცა ქულა-ქულაში მიდის მატჩი. რაც უფრო დაბალანსებულია გუნდი, ყველა მოთამაშე მით უკეთეს რეიტინგს დადებს, მაგრამ ცენტრს 1-1 ფარქვეშა სკილებით მეტი რომ ქონოდა, ეს ცენტრი უფრო კარგ რეიტინგს დადებდა... ცოტა გაუგებრად დავწერე მგონი ანუ 15-15-15 როცა "მარტოა" გუნდში დადებს რეიტინგს დავუშვათ 15.5-ს. დაბალანსებულ გუნდში 16.5-ს. მაგრამ 16-16-15 დაბალანსებულ გუნდში დადებს რეიტინგს 17.0-ს... მაგალითად.

ან კიდევ, მაგალითად მოწინააღმდეგის ცენტრს 14-15 რომ ქონდეს შეტევა და დაცვა, ჩვენს ცენტრს 20-20 მაგრად დაჩაგრავს, ქულას არ ჩააგდებინებს )))) თვითონ ბევრს ჩაყრის და ა.შ. მაგრამ ჩვენს ცენტრს რომ ქონდეს 16-15 უკვე იცვლება აშკარად გარემოებები. ნაკლებს ჩაყრის და მოწინააღმდეგის ყველა შეტევასაც ვერ გააჩერებს... მოკლედ, მარტივი თემა არაა ეს )))

პერიმეტრული სკილების მომატებას რაც შეეხება, ცენტრი რომ მსროლელის პოზიციაზე აღმოჩნდეს (კევინ ლავი პონტში სამქულიანის სასროლად) ნაკლებ სავარაუდოა და ამავდროულად დამოკიდებულია ტაქტიკაზეც. მაგრამ ფაქტია რომ ხანდახან ცენტრებიც ისვრიან სამიანებს ამ თამაშშიც. პერიმეტრული სკილებიდან ცენტრისთვის ყველაზე სასარგებლო ბურთის ტარება და ტყორცნის დიაპაზონია. გარდებისთვის ფარქვეშა სკილებიდან - მოხსნა.

მოთამაშის რეიტინგი თანაგუნდელებზეცაა დამოკიდებული, რამდენ წუთს გაატარებს მოედანზე, რა ტაქტიკაა არჩეული და ბევრი ფაქტორია კიდევ. ქართველებიდან ეს ყველაფერი ყველაზე კარგად ალბათ გიორგიმ (IMERETI) იცის )))) ვიმედოვნებ, რომ გადამწყვეტ მომენტში ისიც ჩაერთვება და დაგვეხმარება და კარგ მითითებებს მოგვცემს და ძალიან მინდა რომ ამ მონსტრების თაობის დროს ეროვნულის მწვრთნელი ის იყოს. ან მჭედლოც შეიძლება რა თქმა უნდა.

მოკლედ ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, თან დაზუსტებით ეს შესაძლოა თამაშის შემქმნელებმაც არ იცოდნენ )))

From: Crixus
This Post:
00
276466.53 in reply to 276466.52
Date: 2/19/2016 4:47:58 AM
Overall Posts Rated:
11
გასაგებია
მადლობა გამოხმაურებისთვის :)
მოკლედ ჯერ მთავარია ვინც გვყავს ისინი გავზარდოთ ნორმალურად და დანარჩენს მერე მოვუვლით.


This Post:
00
276466.54 in reply to 276466.32
Date: 2/19/2016 7:12:46 AM
giorgi shashviashvili, legolas222, bena_gio, joyholic ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, სამწუხაროდ არ მწერენ მენეჯერები და ჯერაც არ ვიცით დაატრანსფერებენ თუ არა თავიანთ მენეჯერებს. ამ სეზონში სავარაუდოდ არ გამოვა თქვენი საჭირო მოთამაშეებით მომარაგება..

იმედი მაქვს მომავალი სეზონიდან თქვენს დრაფტზე ამოყვანილი მოთამაშეებით ჩაერთვებით ჩვენს პროექტში

This Post:
00
276466.55 in reply to 276466.54
Date: 2/19/2016 8:00:55 AM
Overall Posts Rated:
77
კიდევ შემიძლია ერთი მაღალპოტენციალი ცენტრის ყიდვა იქნებ დაელაპარაკო მენეჯერებს რო მომყიდონ... მეც მივწერე მარა პასუხს არ მწერენ რატომღაც...

This Post:
00
276466.56 in reply to 276466.55
Date: 2/19/2016 9:03:05 AM
არც მე მწერენ ))) ბოლო შემოსვლის თარიღებსაც ვამოწმებ ხოლმე და ზოგიერთი მენეჯერი რეგულარულად შემოდის და მაინც არ მწერს...

This Post:
00
276466.57 in reply to 276466.56
Date: 2/19/2016 9:11:54 AM
RUSTAVIS DINAMO
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
11
gamtamashebeli davayene transferze

This Post:
00
276466.58 in reply to 276466.40
Date: 2/19/2016 1:36:11 PM
Overall Posts Rated:
00
minda yidva axalgazrda qartvelis da tu naxot vinme momweret ra

This Post:
00
276466.59 in reply to 276466.58
Date: 2/19/2016 1:50:03 PM
Overall Posts Rated:
77
არავინ გვწერს ვისაც კაი პოტენციალის მოთამაშე ყავს....

This Post:
00
276466.60 in reply to 276466.59
Date: 2/19/2016 2:12:20 PM
Overall Posts Rated:
00
xoda tu ramea tore mec vedzeb da ver vipove veravin es tu vipove amas gavyidi

This Post:
00
276466.61 in reply to 276466.60
Date: 2/19/2016 2:41:11 PM
Overall Posts Rated:
77
mayuti ramdeni gaq

Advertisement