განვიტარებაზე გეთანხმები მაგრამ ოლ სტარი დაიკიდე:) მასე გუჩაშვილმაც წააგო სამიანები წინაზე დაუდა ბახუნთან, რაც ძალიან სასაცილოა.
უშუალოდ ამ ოლსტარს რაც შეეხება, ის რომ კირიკმა 14 წუთით ნაკლებში გუჩაშვილზე მეტი ქულა გააკეთა და ამიტომ სამიანებიც მაგას უნდა მოეგო არასერიოზულია მემგონი. გუჩაშვილის ნაირი 1/2 ნომერი კირიკი კიარა ბაზერში თითზე ჩამოსათვლელი იქნება (10ტყორცნა 20 ფარქვეშ შეტევა პგ-სგებზე და მსგავსი სტრანნი კომპლექტაციის ხალხზე არ მაქვს ლაპარაკი). მასტს 112 პერიმეტრის სკილი აქვს, რაც საშუალოდ 19 სკილია თითქმის და ეჭვი მაქვს მართლა ვინმე მიდიოდეს ახლოს. ეგ ფგ, რაც კირიკმა დადო ამ ოლსტარზე (15-20) გუჩაშვილმა მხოლოდ სამიანებით აჩვენა ეგ სტატისტიკა 2 წლის წინ ოლსტარზე, თავის 12 პასთან ერთად. და ამ ოლსტარზეც 8 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა, მაშინ როცა კირკი "მხოლოდ საკუთარ თავზე" თამაშობდა და 1 პასიც არ ჰქონია. ასე რომ, ოლ სტარზე მემგონი მხოლოდ ღადაობის პონტში თუ ვიმსჯელებთ, სერიოზულად ამის გარჩევა არ ღირს მემგონი.
უსამართლობას რაც შეეხება კიდე წარმატებისთვის გამართლება ყველა ვარიანტში დაგჭირდება. შენ მაგ. 4-ვე ფინალი წაგებული გაქვს, 2 თასზე 2 ლიგაში. კი, შეიძლება ცოტა ძლიერი მეტოქეები გყავდა ყველა შემთხვევაში, მაგრამ სამწუხაროდ იღბალმა არ გადმოგხედა, თორე იმ გუნდით მეტოქე რომ დაგემარცხებინა დიდი სასწაული არ იქნებოდა. სამაგიეროდ აგერ იმერეთს აქვს 10 ლიგის ფინალიდან 10-ვე მოგებული და ბოლო ფინალშიც ძალიან გაუმართლა ჩემს წინაღმდეგ. ჯერ იყო და პირველივე თამაშში ზამენაზე დაყენებული გუჩაშვილი გამეტრავმა, თან ისე, რომ მთელი სერია გამოტოვა. მერე კიდე ბოლო, მე-3 თამაშში მაგას გაეტრავმა მეორე პერიოდში ძირითადი პგ, ცენტრმა დროზე ადრე მიიღო 6 ფოლი და ძფ ყავდა კაი ხანი 5 ჯარიმით, მაგრამ მაინც ჩაამთავრა თამაში და საბოლოოდ მომიგო კიდეც. არადა 11 ჯარიმა გააფუჭეს ჩემებმა, 16 სამიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდეს, არადა პგ/სგ კაი ჯიგრული დიაპაზონით იყვნენ და 4ნომერზეც ისეთი კაცი იდგა რო 0-4 არ უნდა ჰქონოდა არანაირად. + მაგას ორმა კაცმა ფაქტიურად ტრიპლ დაბლი დადო (ერთი მოხსნა დააკლდა ერთს) მაგრამ თუ რამე დააკლდა მაგ თამაშს ცოტა გამართლება იყო, რაც ჩემს მხარეს არ აღმოჩნდა სამწუხაროდ. თუმცა წელს ისეთი პირი უჩანს შეიძლება განმეორდეს წინა სეზონის ფინალები და თუ მასე მოხდა დიდი რევანშისთვის ვემზადებით იმერეთთან
Last edited by Nicolas at 2/22/2018 1:38:45 AM