ცოტა გაუგებრად კი წერია, თითქოს სხვა გუნდზე ლაპარაკობდე (არადა ქართლი ხარ რამდენადაც ჩანს) მაგრამ საბოლოო ჯამში ასე თუ ისე გასაგებია რასაც ამბობ. მე უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ თუ კი იცი პროგრამას რა "უნდა" და როგორი გუნდები "მოსწონს" მაშინ გააკეთე შენც ისეთი და ახალი "დრაგონზი" იქნები :)
ეს ისე, ნახევრად ხუმრობით..რაც შეეხება თასზე იმერეთთან შენს თამაშს, "ბებიას რომ ყვერები ქონოდაო" ისე გამოდის, არ გამოიყვანე უძლიერესი შემადგენლობა და მაგას ვერავინ გაიგებს რა მოხდებოდა საუკეთესოებით რომ გეთამაშა (ის რომ შენი საუკეთესოებით დრაგონზთან წააგე არ ნიშნავს რომ იმერეთთანაც წააგებდი..ჩემი სუბიექტური აზრია რომ იმერეთი დრაგონზთან შედარებით სუსტი გუნდია და შანსი მეტი გქონდა მასთან მოგების).
რაც შეეხება დრაგონზთან შენს ბოლო თამაშს. როგორც მინიმუმ შენი წაგება ალოგიკური და მოულოდნელი ნამდვილად არ იყო..
1. რეიტინგების საერთო შეფასებით გაჯობა დრაგონზმა
http://www.buzzer-manager.com/match/90885407/
2. სახლში ჰქონდა თამაში და მოედნის უპირატესობაც მის მხარეს იყო..
3. გუნდი უფრო დაბალანსებული ჰყავს ვიდრე შენ - ფაქტიურად 6 კაცით ეთამაშე, როცა ის 8-კაციანი როტაციით გამოვიდა
4. რაც შეეხება შენს 19შეტევიან ცენტრს, მაგის ცუდი თამაშის რამოდენიმე ახსნა შეიძლება მოიძებნოს (ჩემთვის ყოველშემთხვევაში). ერთი ის, რომ რეიტინგის თვალსაზრისით მისმა ცენტრმა შენსას არც თუ ისე მცირე სხვაობით აჯობა - 17,5 მეტოქის ჰქონდა, 15 - შენს ცენტრს. ასევე საკმაოდ "მსუყე" რეიტინგი ჰქონდა მის ძალისმიერ ფორვარდსაც - 18,5 რაც მისი ფარქვეშა დაცვის რეიტინგზეც აისახა, სადაც ასევე გაჯობა..მითუმეტეს იმის ფონზე, რომ მკვეთრად პერიმეტრიდან უტევდი, არც ისაა გასაკვირი შენმა ცენტრმა ყველაზე ცოტა რომ იესროლა, შესაბამისად არც მისი 4 ქულაა ძალიან გასაკვირი (ვიმეორებ ძალიან, თორე შესაძლოა რაღაც დოზით გასაკვირი იყოს). სამაგიეროდ, პერიმეტრის ტაქტიკაში ყველაზე მეტი ქულა შენმა ძალისმიერმა აიღო, რაც მედლის მეორე მხარეა და წესით ეგეც უნდა გაგკვირვებოდა.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ეს ბოლო თამაში როგორც მინიმუმ ალოგიკური არ იყო, ისეთი თამაშები მინახავს რომ ამასთან რა მოსატანია. შენი მოგებაც არ იქნებოდა სენსაცია, თუმცა დრაგონზის მითუმეტეს არაა..
ერთ რამეში კი დაგეთანხმებოდი - ფარქვეშა ტაქტიკა ძალიან წონის პერიმეტრის ტაქტიკებს..მაგაზე ზოგადად ბევრს ლაპარაკობენ ფორუმზე რომ დასაბალანსებელია ტაქტიკები და ა.შ., იდეაში წელს ვითომ პერიმეტრის ხაზი შეამცირეს თუ რაღაც მაგდაგვარი და კარგ მსროლელებს წესით უნდა გაუმჯებესებოდათ 3იანების %, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი რომ მაგის ეფექტი იგრძნობა ჩემს გუნდზე..
ისე კი 10 სეზონი არ ვაპირებ უქმად ყოფნას და სხვათა ჰეგემონიის ყურებას (აქ უნდა იყოს ამბიციურის სმაილი)
Last edited by Nicolas at 7/18/2016 9:54:49 AM