თუ გინდა შენს პოსტებს საერთოდ აღარ დავაკომენტარებ, მაგრამ კირიკზე აგრესია და ალერგია ნამეტანია, რეალური პერსონა მაინც იყოს, რა ალერგია უნდა მქონდეს:)
- - - - -
მოდი უბრალოდ ფაქტებს შევეხები მხოლოდ და თუ ეს ფაქტებიც არ იქნება საკმარისი არგუმენტი, კი ბატონო..
შენ თქვი რომ საუკეთესო მსროლელი დამემტვრა მალევე და ეგ ვერ "გავთვალე" თორემ მაინც არ წავაგებდიო..ნუ ბებიას რომ ყვერები ჰქონოდა შეიძლება ეგრე გამოვიდეს მკითხაობასავით რა და როგორ იქნებოდა ეგ რომ არ მომხდარიყო, უბრალოდ მანდ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია..კირიკი რომ სასტარტოში გყოლოდა და ძირითადიდან დაგეკარგა ამხელა ძალა მაშინ დაგეთანხმებოდი, რომ ნამდვილად უიღბლობის ბრალი იყო შენი წაგების ამბავი, მაგრამ ზამენიდან მაგისი მაქსიმუმ 15 - 18 წუთი ჩემი აზრით ვერ გიშველიდა..ამას ის ფაქტები მიმყარებს რაც მე თვითონ გადამხდენია და არც თუ ისე შორეულ წარსულში..
პირველ მაგალითად ფაქტიურად შენი სიტუაციის ანალოგს მოგიყვან 39-ე სეზონის თასიდან..ზუსტად ეს სტადია, 1/4 ფინალი, მეტოქე იგივე, ნაგომარი, დაჟე სახლში მქონდა თამაში და ენთუზიაზმითაც საკმაოდ დიდი უპირატესობა მქონდა..ანალოგიურად გუჩაშვილი მყავდა სკამზე (+მაგას 2 სასტარტოც) მაგრამ ვარჯიშის გამო კაცის დაყენებამ და ცოტა როსტერის დაზოგვამ ოვერტაიმში წამაგებინა თამაში
http://digitalfieldtheory.com/match/98060102/boxscore.aspx
მსუბუქი ვს სეზონის მატჩი და არასწორად დაყენებული როსტერი..მემგონი შენს თამაშშიც იგივე მოხდა..
ეხლა მე-40 სეზონის მატჩს მოვიყვან მაგალითად
http://digitalfieldtheory.com/match/99397293/boxscore.aspx
დრაგონზთან 1/4 ფინალი გასვლაზე..მიუხედავად იმისა, რომ სრული საბრძოლო შემადგენლობა მყავდა გაყვანილი და როგორც გუნდი შემადგენლობით ვჯობდი დრაგონზს,ის ფაქტი რომ მე ნორმალით ავედი და ის სეზონის მატჩით, სავსებით საკმარისი გამოდგა ძალიან მარტივად ჩემი დამარცებისთვის..თუმცა ეს მატჩი ალბათ ყველაზე ნაკლებად არის გულდასაწყვეტი, როცა კიდევ ერთი "მარგალიტი" მოიპოვება ჩემი "არაგადამწყვეტი" წაგებული მატჩების სიიდან..
თასის 37-ე სეზონი და ისევ 1/4 ფინალი
http://digitalfieldtheory.com/match/94328075/boxscore.aspx
ისევ სახლის თამაში და ისევ გაცილებით სუსტი გუნდი მეტოქედ, მეორე ლიგიდან..სცენარი იგივე..
მე მსუბუქით, ის სეზონის მატჩით..მე ცოტა გადახალისებული შემადგენლობით, ის სრული საბრძოლო მზადყოფნით..შენი სიტუაციის მსგავსად გუჩაშვილი და კიდევ ერთი სასტარტო ზამენაზე, რომლებმაც 17 და 13 წუთი კაი რეიტინგებით დადეს და შენი მეტოქის მსგავსად ჩემს შემთხვევაშიც ზიპის 9 მოთამაშე 10და მეტი რეიტინგით (ნუ შენს შემთხვევაში ნაგომარი კიდევ უფრო "ღრმა" გუნდი გამოდგა, 10 კაცი ყავდა 12და მეტი რეიტინგით). და რა სურათი გამოვიდა? მიუხედავად იმისა, რომ სახლში მქონდა მატჩი უშანსოდ, 27(!!!!!!!!) ქულით წავაგე..დაჟე რეიტინგებს გადახედე, საკმარისზე მეტი უპირატესობა მქონდა რეიტინგებშიც კი, რომ 27(!!!!!) ქულით რანაირად უნდა წამეგო საერთოდ ფანტასტიკის სფეროდან ჩანდა..თუმცა ჩემი დაკვირვებით რა დასკვნამდეც მივედი არის ის, რომ თუ ეს ორი ფაქტორი - დაზოგილი ძალისხმევა და თუნდაც მცირედით გადახალისებული როსტერი დაემთხვევა მეტოქის (თუნდაც საშუალო ან იმაზე კიდევ ოდნავ დაბალი დონის დონის) სეზონის მატჩს და საბრძოლო შემადგენლობას (+შენს შემთხვევაში კიდევ გასვლაზე თამაში "ბონუსად") ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ აჯობო მოწინააღმდეგეს..მე თუ მკითხავ, აი იმერეთეს მაგალითად თავის ბოლო სათასო მატჩში სასტარტო სასტავი რომ არ დაეყენებინა, იგივე ბედს გაიზიარებდა..არადა იმის მეტოქე შენს მეტოქესთან შედარებით კიდევ გაცილებით სუსტი გუნდი იყო, თუმცა მხოლოდ ენთუზიაზმი დაზოგა იმერეთმა და სასტარტო მოთამაშეების ფონზე აღარ გაჭირვებია მოგება..
- - - - -
ამხელა ამბავი მოკლედ რომ შევაჯამო, იგივე ზიპთან თასზე ბოლო თამაშში ჩემი ეს ნასწავლი გაკვეთილები რომ არ გამომეყენებინა, უეჭველი წაგება მელოდა ისევ..დავზოგე ენთუზიაზმი, თუმცა სასტავი სრულიად საბრძოლო იყო..და მიუხედავად იმისა, რომ 400 ათასზე მეტ ხელფასს ვუხდი ჩემს გუნდს ზიპთან შედარებით, მაინც ძლივს მოვიგე..უბრალოდ ისეთ ასაკში მყავს როსტერი რო ტიტულები სწყურიათ ბიჭებს და ექსპერიმეტების და რაღაცეების დაზოგვის დრო აღარ არის..
- - - - -
ეს ყველაფერი არის ფაქტები და ჩემი დაკვირვების ანალიზი, საიდანაც თუ სწორ დასკვნებს გამოიტანს კაცი, იდეაში მისთვისვე იქნება უკეთესი და მე თვითონვე არ უნდა "მაწყობდეს" ეს ამბავი, ისედაც ლამის ყველა სეზონის მატჩით გამოდის
Last edited by Nicolas at 5/29/2018 2:58:50 AM