მოკლედ დრაგონზის თამაშები იმერეთთან არის მაგარი "გამოცანა" რა..კალჩოპოლის საქმე პირდაპირ:)
ჯერ მარტო სეზონის პირველი კვირა ნახეთ. მეორე თამაში იმერეთთან, თან სახლში და ძირითადი მოთამაშეები დასვენებული და შემდეგ თამაშში თასზე ბოტ გუნდთან სრული შემადგენლობით გასვლა..ეს უკვე ძალიან დიდი ალოგიკურობაა რბილად რომ ვთქვათ. კიდევ უარესი ის არის, რომ შარშანდელი სეზონიც ზუსტად ესე დაიწყო, მეორე თამაში იმერეთთან ზამენებით და თასზე ბოტთან ძირითადი გუნდით..არადა კონფერენციის უმთავრესი ფავორიტი და პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მთავარი "კონკურენტები" არიან (თუმცა როგორც ჩანს კონკურენტებად ნაკლებად აღიქვამენ ერთმანეთს :) )
ნუ თასზე რაც მოხდებოდა კი ვიცოდი წინასწარ მაგრამ მაინც, ცოტა უსამართლობის გრძნობას იწვევს..განსაკუთრებით ქართლის პონტში ამ კონკრეტულ შემთხვევაში..ორი ფიქი, არანაირი ბრძოლა დრაგონზის მხრიდან, პირიქით და ეს იმის ფონზე, რომ ლიგაში სეზონის დასრულებამდე ფაქტიურად მისთვის არაფერი მნიშვნელოვანი აღარ ხდება, მეორე ადგილს ვერავინ ეცილება და ტიტულამდე ფაქტიურად ბოლოს წინა თამაში ჰქონდა და იკიდებს (სამაგიეროდ ლიგაში ინსაიდ მენთან არაფრის მომცემ თამაშში სრული შემადგენლობით და საბრძოლო ძალისხმევით იყო გასული). უბრალოდ ტეხავს როცა ორი ესეთი ძლიერი გუნდი ხვდება ერთმანეთს და ფაქტიურად ბრძოლები არ იმართება.
ეხლა გადავხედე კიდევ ბოლო რამოდენიმე სეზონს და 10-დან ფაქტიურად 9 შემთვევაში დრაგონზი ცდილობს რომ არ მოიგოს იმერეთთან, ძაან სტრანნი ამბავია რა..თასის 39-ე სეზონიც რომ ავიღოთ ელემენტარულად (მაშინ არ მიმიქცევია იმდენად ყურადღება მაგრამ იმის მერე იმდენი ესეთი "გაყიდული" თამაში დაიდო რო რავი). ნახევარფინალში შეხდვენ ერთმანეთს, რაც ფაქტიურად ფინალს ნიშნავდა, რადგან მეორე წყვილში მეორელიგელი და ჩემთან ნამოტსარი და ომგამოვლილი ნაგომარი იყვნენ. და რა თქმა უნდა არც კი უბრძოლია დრაგონზს, ძირიტადი გუნდი დაასვენა და "ჩაახუტა" თასი უბრძოლველად მეტოქეს..მაშინ როცა 3 სეზონით ადრე, თასზე, იგივე ეტაპზე 1/2 ფინალში ჩემთან, როცა მეორელიგელი გუნდი მყავდა (საკმაოდ ძლიერი) მოტსით გამოვიდა ნორმალის წინააღმდეგ..უბრალოდ იქ მერე მჭედლომ აჯობა ჯერ იმერეთს 1/2 ფინალში და მერე დრაგონზს ფინალში, თორემ მათი ფინალი ისევ რაღაც "სასტაული" თამაში გაიჩითებოდა ალბათ:)
იგივე მე-40 სეზონი თასზე..1/4 ფინალში ჩემთან მოტსით და საბრძოლო გუნდით გამოდის და 1/2 ფინალში იმერეთთან "წვება"..ტეხავს პროსტა..ის კი არაა პრობლემა რომ ჩემტან ცდილობს ვინმე მოგებას და მთელი ძალიტ იბრძვის, არა, პირიქით, კარგი და დაძაბული თამაშები მაგარია და ასწორებს, უბრალოდ შემდეგ რომ ესეთ "თამაშებს" უყურებ ესეთი გუნდების შესრულებით უსამართლობის გრძნობა გიჩნდება და თამაშსაც აფუჭებს..არც ისაა პრობლემა რომ დაემთხვევა გუნდის ინტერესები და ორივე ძლიერმა შეიძლება ზამენები გაიყვანოს, ან ერთმა დაიკიდოს და მეორემ არა, რაც იშვიათად ხდება და ლოგიკურიცაა, მაგრამ ესეთი სიხშირით და მითუმეტეს ამ დონეზე ესეთი ძლიერი გუნდების შესრულებით ტეხავს..
კონტრასტისთვის, რაც მე და დრაგონზს ურთიერთშეხვედრები გვქონია ეგეც გამოდგება. ლიგაში 13 თამაშიდან (საიდანაც 12 მოიგო დრაგონზმა) ერთადერთხელ მოხდა რომ ორივეს გვყავდა რეზერვები გაყვანილი..სხვა შემთხვევაში (2-3 ჯერ მე ისევ დამჭირდა ზამენებით გასვლა) დრაგონზი მუდამ საბრძოლო გუნდით მეთამაშა, არადა იდეაში სხვა კონფერენციის გუნდი ვარ და ესე ძალიანაც არ უნდა იკლავდეს წესით თავს..რაც შეეხება თასს - 5 ჯერ შევხვდით ერთმანეთს და არცერთხელ (!!!) დაჟე ნორმალითაც კი არ გამოსულა დრაგონზი, 5-ვე ჯერზე მოტსით მეთამაშა..მე იმის პრობლემა არ მაქვს რომ რომელიმე გუნდი ჩემტან მოგებას ცდილობს, აგერ ქართლიც, ზიპიც, ქორებიც, მუდმივად მაგას ცდილობენ და ძალიან მაგარი თამაშებიც გამოგვდის ხოლმე..მაგრამ ეგ გუნდები სხვა ძლიერ გუნდებთანაც იგივეს ცდილობენ და მთელი მუღამიც მაგაშია..აი იმერეთი-დრაგონზის თამაშების ნახვის შემთხვევაში კი უბრალოდ ყველანაირი მუღამი გეკარგება თამაშის..
- - -
შეიძლება ძალიან ბევრი გამომივიდა და სინამდვილეში უბრალოდ ესე "ემთხვევა" ხოლმე რომ დრაგონზს იმერეთთან ესეთი თამაშები "გამოსდის", მაგრამ ძალიან საეჭვოა რომ ვცდებოდე ამ ჩემს დაკვირვებაში..თუ არადა სხვებმაც გადაავლეთ თვალი მათ თამაშებს (და კონტექსტს ზოგადად-სადაა ლოგიკა, რომ მაგ. 1/4 ფინალში გუნდი მოტსით თავს იკლავს მოსაგებად და 1/2 ფინალში "წვება") და დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ..