(https://www.facebook.com/groups/533467890104640/) FB-ზე ბაზერბიტერის ჩვენი ჯგუფი.
აქ აქტიურობს მხოლოდ რამდენიმე მენეჯერი. წერილებსაც ყველას არ მანახებს, შეზღუდულია რაოდენობა და ცოტა მიჭირს იმის კონტროლი რომელ მენეჯერს მივწერე უკვე და რომელს არა. ამიტომ ძალიან გთხოვთ გაწევრიანდეთ და იქაც განვიხილოთ ხოლმე თემები.
ასე გადავწყვიტე, რომ ამჟამინდელ გუნდში ავიყვანო ათი 18 წლის მოთამაშე და ჯერ-ჯერობით ორი 21 წლის მოთამაშე. იმედი მაქვს რომ ის მენეჯერები, რომელთა მოთამაშეებსაც ავიყვან გაორმაგებული მონდომებით ავარჯიშებთ! იცოდეთ რომ ახლა რომ ამყავს ნაკრებში იმის იმედი მაქვს, რომ თქვენ ვარჯიშს არ გაუცდენთ და 21 წლის ასაკში ამ მოთამაშეების სახით მონსტრები გვეყოლება და თავისუფლად შეგვეძლება ტიტულისთვის ბრძოლა... თუკი თუნდაც ერთი მენეჯერი არ ავარჯიშებს, ჩათვალეთ რომ ყველა სხვა მენეჯერს წყალში ჩაგვეყრება შრომა, ამიტომ ძალიან გთხოვთ ბოლომდე იყოთ კონკრეტულად მობილიზებული თქვენი მოთამაშეების ვარჯიშზე... როდესაც ნაკრებში ავიყვან ყველას აქვე ჩამოვწერ ზუსტ გეგმასაც თითოეული მოთამაშისთვის...
ასევე დავწერ აქაც ვარჯიშზე ორი სიტყვით, ვიცი, რომ უმეტესობამ იცით, მაგრამ მაინც გთხოვთ გაითვალისწინეთ ახლა რასაც დავწერ,
რათა ვარჯიშის ეფექტი იყოს მაქსიმალური:ვარჯიშის განახლება არის პარასკევს, 13:30-ზე.
მოთამაშე აუცილებლად უნდა ათამაშოთ კვირის განმავლობაში სავარჯიშებელ პოზიციაზე 48 წუთი. თუმცა უმჯობესია, რომ პირველივე თამაშში განლაგების არჩევისას სამივე პოზიციაზე დააყენოთ სავარჯიშებლი მოთამაშე და განაცხადში არ შეიყვანოთ 9 კაცზე მეტი. იმისთვის რომ მოთამაშემ კონკრეტული სკილი მოიმატოს ყველაზე სწრაფად, ამისთვის შესაბამისი ვარჯიშები არის. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:
(https://bbeaterge.wordpress.com/2007/12/15/ვ/) თუმცა მოკლედ აქაც დავწერ.
იმითვის რომ მოთამაშემ სწრაფად მოიმატოს
ნახტომში ტყორცნა, უნდა აირჩიოთ ვარჯიშის ტიპად
პერიმეტრული ტყორცნა » მს . ხოლო სავარჯიშებელი მოთამაშე უნდა ათამაშოთ კვირის განმავლობაში
მსროლელის პოზიციაზე 48 წუთის განმავლობაში.
იმითვის რომ მოთამაშემ სწრაფად მოიმატოს
ტყორცნის დიაპაზონი, უნდა აირჩიოთ ვარჯიშის ტიპად
პერიმეტრული ტყორცნა » მს . ხოლო სავარჯიშებელი მოთამაშე უნდა ათამაშოთ კვირის განმავლობაში
მსროლელის პოზიციაზე 48 წუთის განმავლობაში. და ა.შ. ანუ ვიღებთ შედეგ სურათს
ნახტომში ტყორცნა -----------
პერიმეტრული ტყორცნა » მს----------
მსროლელიტყორცნის დიაპაზონი --------
პერიმეტრული ტყორცნა » მს---------
მსროლელიპერიმეტრული დაცვა ---------
პრესინგი » გმ----------------------------
გამთამაშებელიბურთის ტარება ---------------
ბურთის ფლობა » გმ-------------------
გამთამაშებელიდრიბლინგი --------------------
პასი » გმ----------------------------------
გამთამაშებელიპასი ------------------------------
პასი » გმ-----------------------------------
გამთამაშებელიფარქვეშ ტყორცნა -------------
ფარქვეშ შეტევა » ც---------------------
ცენტრიფარქვეშ დაცვა -----------------
ფარქვეშ დაცვა » ც----------------------
ცენტრიმოხსნა ---------------------------
მოხსნები » ც/ძფ-------------------------
ცენტრი ან ძალისმიერი ფორვარდიბლოკი --------------------------
დაფარება » ც-----------------------------
ცენტრიგამძლეობა ---------------------
გუნდური ვარჯიში » გამძლეობასაჯარიმო ტყორცნა ----------
გუნდური ვარჯიში » საჯარიმობოლო ორი ვარჯიში იუნორებში ჯერ-ჯერობით არ გვჭირდება და მხოლოს ზოგადი ინფორმაციისთვის დავწერე.
რაც შეეხება კონკრეტული მოთამაშეებისთვის გეგმას, მომდევნო პოსტში ჩამოვწერ, ცოტა სიმბოლო დამრჩა )))
Last edited by TheGreatDanton at 2/23/2016 2:40:48 PM