BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > მონსტრების თაობა - მენეჯერები

მონსტრების თაობა - მენეჯერები

Set priority
Show messages by
This Post:
00
276466.98 in reply to 276466.97
Date: 2/23/2016 12:42:14 PM
ჰოო, გასაგებია ))) მამენტ თუ ვინმე უცხოელი "წამოეგო" და იყიდა ეგ უკეთესიც შეიძლება იყოს, ერთი ფინანსურად იხეირებ და მეორე თუ ამდენ ფულს გადაიხდიან, ე.ი. ავარჯიშებენ კიდევაც.

მიქაელიანი იყიდა 4.5 მილიონად ერთმა რუსმა მესამელიგელმა. 18 წლის 9 პოტეციალით ჯამური ტსფ 56, კი ძალიან კარგი საწყისი მონაცემებია, მაგრამ აშკარად ძალიანაა გადამეტებული. ჩემი აზრით ზოგადად 18 წლის მოთამაშეში მილიონზე მეტის გადახდა სისულელეა, მითუმეტეს თუ შენი ქვეყნის წარმომადგენელი არაა... რა მუღამი აქვს არ ვიცი...

This Post:
00
276466.99 in reply to 276466.1
Date: 2/23/2016 1:29:07 PM
(https://www.facebook.com/groups/533467890104640/) FB-ზე ბაზერბიტერის ჩვენი ჯგუფი.

აქ აქტიურობს მხოლოდ რამდენიმე მენეჯერი. წერილებსაც ყველას არ მანახებს, შეზღუდულია რაოდენობა და ცოტა მიჭირს იმის კონტროლი რომელ მენეჯერს მივწერე უკვე და რომელს არა. ამიტომ ძალიან გთხოვთ გაწევრიანდეთ და იქაც განვიხილოთ ხოლმე თემები.

ასე გადავწყვიტე, რომ ამჟამინდელ გუნდში ავიყვანო ათი 18 წლის მოთამაშე და ჯერ-ჯერობით ორი 21 წლის მოთამაშე. იმედი მაქვს რომ ის მენეჯერები, რომელთა მოთამაშეებსაც ავიყვან გაორმაგებული მონდომებით ავარჯიშებთ! იცოდეთ რომ ახლა რომ ამყავს ნაკრებში იმის იმედი მაქვს, რომ თქვენ ვარჯიშს არ გაუცდენთ და 21 წლის ასაკში ამ მოთამაშეების სახით მონსტრები გვეყოლება და თავისუფლად შეგვეძლება ტიტულისთვის ბრძოლა... თუკი თუნდაც ერთი მენეჯერი არ ავარჯიშებს, ჩათვალეთ რომ ყველა სხვა მენეჯერს წყალში ჩაგვეყრება შრომა, ამიტომ ძალიან გთხოვთ ბოლომდე იყოთ კონკრეტულად მობილიზებული თქვენი მოთამაშეების ვარჯიშზე... როდესაც ნაკრებში ავიყვან ყველას აქვე ჩამოვწერ ზუსტ გეგმასაც თითოეული მოთამაშისთვის...

ასევე დავწერ აქაც ვარჯიშზე ორი სიტყვით, ვიცი, რომ უმეტესობამ იცით, მაგრამ მაინც გთხოვთ გაითვალისწინეთ ახლა რასაც დავწერ, რათა ვარჯიშის ეფექტი იყოს მაქსიმალური:

ვარჯიშის განახლება არის პარასკევს, 13:30-ზე. მოთამაშე აუცილებლად უნდა ათამაშოთ კვირის განმავლობაში სავარჯიშებელ პოზიციაზე 48 წუთი. თუმცა უმჯობესია, რომ პირველივე თამაშში განლაგების არჩევისას სამივე პოზიციაზე დააყენოთ სავარჯიშებლი მოთამაშე და განაცხადში არ შეიყვანოთ 9 კაცზე მეტი. იმისთვის რომ მოთამაშემ კონკრეტული სკილი მოიმატოს ყველაზე სწრაფად, ამისთვის შესაბამისი ვარჯიშები არის. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: (https://bbeaterge.wordpress.com/2007/12/15/ვ/) თუმცა მოკლედ აქაც დავწერ.

იმითვის რომ მოთამაშემ სწრაფად მოიმატოს ნახტომში ტყორცნა, უნდა აირჩიოთ ვარჯიშის ტიპად პერიმეტრული ტყორცნა » მს . ხოლო სავარჯიშებელი მოთამაშე უნდა ათამაშოთ კვირის განმავლობაში მსროლელის პოზიციაზე 48 წუთის განმავლობაში.

იმითვის რომ მოთამაშემ სწრაფად მოიმატოს ტყორცნის დიაპაზონი, უნდა აირჩიოთ ვარჯიშის ტიპად პერიმეტრული ტყორცნა » მს . ხოლო სავარჯიშებელი მოთამაშე უნდა ათამაშოთ კვირის განმავლობაში მსროლელის პოზიციაზე 48 წუთის განმავლობაში. და ა.შ. ანუ ვიღებთ შედეგ სურათს

ნახტომში ტყორცნა -----------პერიმეტრული ტყორცნა » მს----------მსროლელი
ტყორცნის დიაპაზონი --------პერიმეტრული ტყორცნა » მს---------მსროლელი
პერიმეტრული დაცვა ---------პრესინგი » გმ----------------------------გამთამაშებელი
ბურთის ტარება ---------------ბურთის ფლობა » გმ-------------------გამთამაშებელი
დრიბლინგი --------------------პასი » გმ----------------------------------გამთამაშებელი
პასი ------------------------------პასი » გმ-----------------------------------გამთამაშებელი
ფარქვეშ ტყორცნა -------------ფარქვეშ შეტევა » ც---------------------ცენტრი
ფარქვეშ დაცვა -----------------ფარქვეშ დაცვა » ც----------------------ცენტრი
მოხსნა ---------------------------მოხსნები » ც/ძფ-------------------------ცენტრი ან ძალისმიერი ფორვარდი
ბლოკი --------------------------დაფარება » ც-----------------------------ცენტრი
გამძლეობა ---------------------გუნდური ვარჯიში » გამძლეობა
საჯარიმო ტყორცნა ----------გუნდური ვარჯიში » საჯარიმო

ბოლო ორი ვარჯიში იუნორებში ჯერ-ჯერობით არ გვჭირდება და მხოლოს ზოგადი ინფორმაციისთვის დავწერე.

რაც შეეხება კონკრეტული მოთამაშეებისთვის გეგმას, მომდევნო პოსტში ჩამოვწერ, ცოტა სიმბოლო დამრჩა )))

Last edited by TheGreatDanton at 2/23/2016 2:40:48 PM

This Post:
00
276466.100 in reply to 276466.99
Date: 2/23/2016 2:17:15 PM
გეგმა მსუბუქი ფორვარდებითვის:

(39031030) Kakha Ramishvili; გუნდი (175755)
lukajorben, ეს მოთამაშე თავისი საწყისი სკილებიდან და სიმაღლიდან გამომდინარე ჯობს რომ გავზარდოთ მსუბუქ ფორვარდად.

1) ავარჯიშე ფარქვეშ შეტევა, მანამ, სანამ ფარქვეშ ტყორცნა არ გაუხდება ძლიერი (8).
2) როდესაც ფარვეშ ტყორცნა გაუხდება ძლიერი, გადადი ფარქვეშ დაცვის ვარჯიშზე და ავარჯიშე მანამ, სანამ ფარქვეშ დაცვა არ გაუხდება ძლიერი (8).
3) როდესაც ფარქვეშ დაცვა გაუხდება ძლიერი, გადადი მოხსნების ვარჯიშზე და ავარჯიშე მანამ, სანამ მოხსნა არ გაუხდება ძლიერი (8).
4) შემდეგ პრესინგის ვარჯიში, სანამ პერიმეტრული დაცვა არ გახდება უძლიერესი (9).
5) შემდეგ პასის ვარჯიში, სანამ პასი არ გახდება უძლიერესი (9).
6) შემდეგ პერიმეტრული ტყორცნა, სანამ ნახტომში ტყორცნა არ გახდება ბრწყინვალე (10).
7) შემედგ ბურთის ფლობა, სანამ დრიბლინგი და ბურთის ტარება ჯამურად არ გახდება 17-ის ტოლი. მაგალითად ბურთის ტარება რომ გაუხდება სათანადო (7) და დრიბლინგი ბრწყინვალე (10).

ხოლო რაც შეეხება, ალავიძეს ზუსტად იგივე ავარჯშე, რასაც რამიშვილი ივარჯიშებს.

(39031183) Shota Urushadze; გუნდი (175741)
IncBros, იგივე ეხება ურუშაძესაც, მისი საწყისი სკილებიდან და სიმაღლიდან გამომდინარე მსუბუქი ფორვარდი შესაბამისი პოზიციაა. ანუ ურუშაძისთვისაც ზუსტად ამ გეგმას რომ მიყვე კარგი იქნება

(39031229) Rezo Jamarauli; გუნდი (57252)
X-RAY, იგივე ეხება ურუშაძესაც, მისი საწყისი სკილებიდან და სიმაღლიდან გამომდინარე მსუბუქი ფორვარდი შესაბამისი პოზიციაა. ანუ ურუშაძისთვისაც ზუსტად ამ გეგმას რომ მიყვე კარგი იქნება

(39031031) Souren Ghazoyan; გუნდი (57276)
memento, იგივე ეხება ღაზოიანსაც, მისი საწყისი სკილებიდან და სიმაღლიდან გამომდინარე მსუბუქი ფორვარდი შესაბამისი პოზიციაა. ანუ ღაზოიანისთვისაც ზუსტად ამ გეგმას რომ მიყვე კარგი იქნება ღაზოიანი ამ ორ მოთამაშესთან საწყისი უნარებით ჩამორჩენილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვარჯიშის შემთხვევაში იგი არ იქნება 21 იუნორების ნაკრებში!

(39030943) Rouben Mikaelyan; გუნდი (39362)
სამწუხაროდ უცხოელმა შეიძინა, თუმცა 4.5 მილიონად და არამგონი ვარჯიში მოაკლოს ))) მაინც მივწერ ჩვენი გეგმის შესახებ, იქნებ მომისმინოს...

---------------------------------------------
გეგმა გამთამაშებლებისთვის:
(39030963) Asil Çiçekçi; გუნდი (175821)
(39030740) Davit Kherkheulidze; გუნდი (175821)
(39031039) Misha Sepiashvili; გუნდი (175986)
(39030882) Tornike Machabeli; გუნდი (175928)

მათი სიმაღლიდან და საწყისი სკილებიდან გამომდინარე აჯობებს რომ ეს მოთამაშეები გავზარდოთ როგორც გამთამაშებლები.

ჯერ-ჯერობით ჩიჩექჩი და ხერხეულიძე ჩემს გუნდში ირიცხებიან, თუმცა ერთ-ერთი მოთამაშე მიხეილმა უნდა იყიდოს. თუმცა ვარჯიშის გეგმა მაინც იგივე იქნება, ორივე შემთხვევაში.

berdzen, HXC, მიხეილ

1) ბურთის ფლობის ვარჯიში, მანამ სანამ ბურთის ტარება არ გაუხდება უძლიერესი (9)
2) პასის ვარჯიში, მანამ სანამ პასი არ გაუხდება ბრწყინვალე (10)
3) პრესინგის ვარჯიში, მანამ სანამ პერიმეტრული დაცვა არ გაუხდება ბრწყინვალე (10)
4) პასის ვარჯიში, მანამ სანამ პასი არ გაუხდება გრანდიოზული (13)
5) პრესინგის ვარჯიში, მანამ სანამ პერიმეტრული დაცვა არ გაუხდება გრანდიოზული (13)
6) პასის ვარჯიში, მანამ სანამ პასი არ გაუხდება ზღაპრული (15)
7) პრესინგის ვარჯიში, მანამ სანამ პერიმეტრული დაცვა არ გაუხდება ზღაპრული (15)

This Post:
00
276466.101 in reply to 276466.100
Date: 2/23/2016 2:39:31 PM
---------------------------------------------
გეგმა მსროლელებისთვის:
(39030771) Otar Bibileishvili; გუნდი (175766)
(39031113) Katsia Khimshiashvili; გუნდი (175800)
(39031003) Erekle Jojua; გუნდი (175941)

georgian grand, Nick_Gunner, giorustavi

მოთამაშეების სიმაღლიდან და საწყისი სკილებიდან გამომდინარე აჯობებს რომ ეს მოთამაშეები გავზარდოთ როგორც მსროლელები.

1) ვარჯიში: ბურთის ფლობა, სანამ ბურთის ტარება + დრიბლინგი არ გაუტოლდება 14-ს
2) პრესინგი, სანამ პერიმეტრული დაცვა არ გახდება ბრწყინვალე (10)
3) პასი, სანამ პასი არ გახდება უძლიერესი (9)
4) პერიმეტრული ტყორცნა, სანამ ნახტომში ტყორცნა არ გახდება ბრწყინვალე (10)
5) პრესინგი, სანამ პერიმეტრული დაცვა არ გახდება გრანდიოზული (13)
6) პერიმეტრული ტყორცნა, სანამ ნახტომში ტყორცნა არ გახდება ზღაპრული (15)
7) პრესინგი, სანამ პერიმეტრული დაცვა არ გახდება ზღაპრული (15)

--------------------------------------
გეგმა ცეტრებისთვის:

(39031488) Tamaz Lionidze; გუნდი (175846)
(39030886) Andro Buadze; გუნდი (57256)
(39030967) Gerasim Vahrigyan; გუნდი (175859)

marikuna, joyholic, QWertQW

თქვენი მოთამაშეების საწყისი სკილებიდან და სიმაღლიდან გამომდინარე უმჯობესი იქნება თუ ამ მოთამაშეებს გავზრდით ცენტრებად.

1) ფარქვეშ შეტევა, სანამ ფარქვეშ ტყორცნა არ გახდება ბწრყინვალე (10).
2) ფარქვეშ დაცვა, სანამ ფარქვეშ დაცვა არ გახდება ბწრყინვალე (10).
3) მოხსნები, სანამ მოხსნა არ გახდება ბწრყინვალე (10).
4) ფარქვეშ შეტევა, სანამ ფარქვეშ ტყორცნა არ გახდება გრანდიოზული (13).
5) ფარქვეშ დაცვა, სანამ ფარქვეშ დაცვა არ გრანდიოზული (13).
6) მოხსნები, სანამ მოხსნა არ გახდება გრანდიოზული (13).
7) ფარქვეშ შეტევა, სანამ ფარქვეშ ტყორცნა არ გახდება ზღაპრული (15).

--------------------------------------
last, but not least... და ბოლოს, ვარჯიშის გეგმა ძალისმიერი ფოვარდებისთვის:

(39030887) Guram Togonidze; გუნდი (57266)
(39031096) Bakhva Pertaia; გუნდი (39031096)
(39031477) Misha Gogichaishvili; გუნდი (57200)

Inside-man-ს ველაპარაკე და მისი გეგმა ვიცი. უმაღლესლიგელია და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რომ იუნორებში კიდევ ერთი ძლიერი ძალისმიერი გვყავდეს

NewAge, არ ვიცი ალბათ გაგიჭირდება პერტაიას და აბულაძის ერთდროულად ვარჯიში, ამიტომ პერტაიაც ცენტრისთვის ავარჯიშე ჯერ-ჯერობით. შემდეგ ვნახოთ როგორ განვითარდება...

Giorgi23 რეალურად ძალისმიერის პოზიციაზე ყველაზე კარგი ვარიანტი შენი მოთამაშეა, გოგიჩაიშვილი, ამიტომ ძალიან გთხოვ რომ მის ვარჯიშს ყურადღება მიაქციო და ეცადე არცერთი ვარჯიში არ გაუცდინო. ეს ზოგადი გეგმაა, მაგრამ რადგან გოგიჩაიშვილს ნახტომში ტყორცნა უკვე სათანადო აქვს, პირდაპირ მე-2 პუნქტიდან დაიწყე...

1) პერიმეტრული ტყორცნა, სანამ ნახტომში ტყორცნა არ გახდება ნორმალური (6).
2) ფარქვეშა შეტევა, სანამ ფარქვეშ ტყორცნა არ გახდება უძლიერესი (9).
3) ფარქვეშ დაცვა, სანამ ფარქვეშა დაცვა არ გახდება უძლიერესი (9).
4) მოხსნები, სანამ მოხსნა არ გაუხდება უძლიერესი (9).
5) ბურთის ფლობა, სანამ დრიბლინგი არ გაუხდება ნორმალური (6).
6) ფარქვეშა შეტევა, სანამ ფარქვეშ ტყორცნა არ გახდება სენსაციური (12).
7) ფარქვეშ დაცვა, სანამ ფარქვეშა დაცვა არ გახდება სენსაციური (12).
8) მოხსნები, სანამ მოხსნა არ გაუხდება სენსაციური (12).
9) პერიმეტრული ტყორცნა, სანამ ნახტომში ტყორცნა არ გახდება უძლიერესი (9).



შედეგად გვყავს, 4 გამთამაშებელი, 3 მსროლელი, 5 მსუბუქი ფორვარდი, 3 (ან 2) ძალისმიერი ფორვარდი, 3 (ან 4) ცენტრი. თუკი ეს მოთამაშეები ვარჯიშებს არ გააცდენენ, 21 წლის ასაკში დამიჯერეთ, მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები გვეყოლება იუნორებში! ერთი შეხედვით მარტივი გეგმებია, მაგრამ რთული არის მოთმინება და ნებისყოფა. ყველაზე ტკბილი მომენტი დადგება მაშინ, როდესაც გავა 3 სეზონი და დაინახავთ თუ როგორი მონსტრი გაზარდეთ და როგორ ითამაშებს იგი ნაკრებში და სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ! დამიჯერეთ, ეს გრძნობა გამოცდილი მაქვს...

Last edited by TheGreatDanton at 2/25/2016 9:24:37 AM

This Post:
00
276466.102 in reply to 276466.101
Date: 2/23/2016 3:25:17 PM
Overall Posts Rated:
77
კაია ასეთი მონდომებული რო ხარ იმედია დაგიფასდება მომავალში , პერტაია Freelancer ის მენეჯერს დავუთმე და ძალისმიერად გაზრდის იმედია... მსოფლიოზე გვიწევს ამ სასტავით თამაში მგონი და იმედია ოქროს ავიღებთ ) , მიქაელიანზე მომწერა იმ უცხოელმა რო ავარჯიშებს

Last edited by NewAge at 2/23/2016 3:27:34 PM

This Post:
00
276466.103 in reply to 276466.101
Date: 2/23/2016 3:38:22 PM
Overall Posts Rated:
77
http://www.buzzerbeater.com/player/39030965/overview.aspx ამ მოთამაშეზე რახდება სიაში არგყავს, თუარავარჯიშებს გაყიდოს მაინც....

This Post:
00
276466.104 in reply to 276466.103
Date: 2/23/2016 4:43:43 PM
მაგ მოთამაშის მენეჯერი ბოლოს 19 იანვარს არის შემოსული საიტზე. მივწერე, მაგრამ ბუნებრივია არ უნახავს, თუ შემოვა ნახავს მერე ჩავსვამ... საწყენია როდესაც ასეთი მოთამაშე გვაკლდება

This Post:
00
276466.105 in reply to 276466.104
Date: 2/25/2016 8:59:02 AM
Overall Posts Rated:
77
Bakhva Pertaia (39031096) ესეც მიამატე, Freelancer ავარჯიშებს ძალისმიერად

This Post:
00
276466.106 in reply to 276466.101
Date: 3/1/2016 12:47:21 PM
Overall Posts Rated:
00
მოკლედ ეს ჩემი ცენტრი ძალიან პრობლემურია რა
ყველა თამაშიდან 6 ფოლით ვარდება, თან მარტო 16 წუთი ითამაშა
ამხანაგურზეც დავაყენებ მაგრამ არამგონია 32 წუთი გაქაჩოს = შეიძლება ვერ მოიმატოს ამ კვირაში

This Post:
00
276466.107 in reply to 276466.106
Date: 3/1/2016 1:08:07 PM
ხოო ვხედავ ხოლმე ფარქვეშ თუ შემოგიტიეს მითუმეტეს იკიდებს ფოლებს. მაგრამ მოიმატებს ეხლა ფარქვეშა დაცვასაც ნელ-ნელა და მერე მოუკლებს ფოლებსაც

This Post:
00
276466.108 in reply to 276466.107
Date: 3/2/2016 4:37:13 PM
Overall Posts Rated:
00
მოიკლებს ვითომ?
ნუ შეიძება ყველა თამაშში არ გამოვარდეს ერთ ტაიმში, მაგრამ რასაც დავაკვირდი ამ თამაშში არიან მოთამაშეები, რომლებიც სხვებზე შედარებით ხშირად იკიდებენ ჯარიმებს, თან ეს სქილებთან არანაირ შუაში არ არის ხოლმე, არც მოწინააღმდეგესთან და მგონი ეს ცენტრიც ეგეთი უნდა იყოს.
ნუ ვარჯიშს გავაგრძელებ თავისთავად გეგმის მიხედვით.

Advertisement